როგორც წესი, განქორწინების შემდეგ, არასრულწლოვანი შვილები ერთ-ერთ მშობელთან ცხოვრობენ. მშობელი ზრუნავს შვილის განვითარებაზე, ცდილობს მაქსიმალურად კარგი განათლება მისცეს შვილს და უზრუნველყოს სხვა საჭიროებებით.
ხშირად, მშობელს სურს შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, განათლების მისაღებად ან სხვა ობიექტური მიზეზით. საქართველოს კანონმდებლობით 16 წლამდე არასრულწლოვნის პასპორტის გასაცემად, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა.
შესაძლოა მეორე მშობელი არ ასრულებდეს მის მოვალეობებს, არ ზრუნავდეს საკუთარ შვილზე, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე ბავშვს არ აქვს საშუალება დატოვოს საქართველოს საზღვრები.
სამწუხაროდ, ხშირად, მშობელი სიჯიუტის ან სხვა მიზეზის გამო უარს ამბობს პასპორტის გაცემის ნებართვაზე მაშინაც, როდესაც ბავშვის საზღვარგარეთ არ გაყვანამ შეიძლება მისი ინტერესები დააზიანოს. ზოგჯერ, მშობლები უბრალოდ ვერ თანხმდებიან რა არის უკეთესი მათი შვილისათვის.
ორივე შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი შეუზღუდოს მშობელს უფლება და მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთ-ერთ მშობელს საშუალება ექნება გაიყვანოს მისი შვილი საზღვარგარეთ.
ჩვენი კომპანიის საოჯახო სამართალში სპეციალიზებული ადვოკატები დაგეხმარებიან დაიცვათ თქვენი და თქვენი არასრულწლოვნი შვილის ინტერესები სასამართლოში. ჩვენ დაგეხმარებით მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებაში, სასამართლო დოკუმენტების მომზადებასა და სასამართლო სხდომებზე თქვენი ინტერესების დაცვაში.
სასამართლო დავისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და დამატებითი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში.
Comentarios