განქორწინება თითოეული მეუღლის უფლება არის, რომლის რეალიზაციაც კანონით დადგენილი წესების შესაბამისად ხორციელდება. განქორწინებას საფუძვლად რიგი სოციალური და პიროვნული ფაქტორები უძღვის, რომლებიც ქორწინებიდან რამდენიმე თვეში ან წელში იჩენს ხოლმე თავს.
განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა,ესეიგი თუკი რომელიმე მეუღლე (სულერთია ცოლი თუ ქმარი) უარს ამბობს განქორწინებაზე ვიწყებთ სასამრთლოში დავას სარჩელის აღძვრის გზით და მივყვებით შესაბამის სასამაღტლო ეტაპზებს.
სხვა შემთხვევაში, როდესაც ორივე მხარე თანახმა არის ერთობლივი განცხადებით შეწყვიტონ ქორწინება, უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში) და დაარეგისტრირონ განქორწინება.
ზოგჯერ მართლია ორივე მხარეს სურს განქორწინება და უნდათ ეს საკითხი გადაჭრან იუსტიციის სახლში, მაგრამ არსებობს ხშირად დაძაბულობა, ან არ სურთ ერთმანეთთან კომუნიაკია, რაშიც ჩვენ ვეხმარებით მხარეებს, კეღზოდ მინდობილობის საფუძველზე მათ მაგივრად ვარეგისტრირებთ განქორწინებას ისე, რომ მათ საერთოდ არ უწევთ ერთმანეთთან არც კომუნიკაცია და არც შეხვედრა, შესაბამისად ჩვენი სერვისი ორიენტირებულია განქორწინების პროცესის მაქსიმალურად მარტივად წარმართვაზე.
სასამართლოში დავა:
განქორწინებაზე სასამრთლოში დავისას ხშირად წარმოიშობა სხვა უფლებებისა და მოვალეობების დაკისრებისა და განაწილების საკითხიც, მაგალითად: ალიმენტის დაკისრება, ნახვის დღეების განსაზღვრა, ქონების გაყოფა და ა.შ. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
კოდექსის 1127-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როდესაც აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლეების ინტერესების დასაცავად.
თუ განქორწინებისას მეუღლეები შეთანხმებულები არ არიან განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო მოვალეა განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს სარჩო (ალიმენტი).
ესეიგი ამ დროს განქორწინების გარდა, დავის საგანს წარმოადგენს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება ერთ-ერთი მშობლისათვის.
ასევე მხარეთა შუამდგომლობით სასამართლო ვალდებულია განსაზღვროს მეუღლეთა თანასაკუთრების ბედი (უძრავი და მოძრავი ქონების გაყოფა).
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება. სასამართლო განსაზღვრავს თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, ექიმის ხელსაწყოები და ა.შ.) თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით გადაეცემა იმ მეუღლეს, რომესლაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისთვის სჭირდება.
თუ თანასაკუთრების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.
განქორწინება ძალაში შედის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე (კანონიერ ძალაში შესვლა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის დღიდან.
განქორწინების აქტუალურობას ადასტურებს საქსტატის კვლევაც. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით, 5.6 პროცენტით იკლო და 23 684 შეადგინა. რაც შეეხება განქორწინებას, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.
თბილისი განქორწინებების სტატისტიკით ლიდერია – ეს მაჩვენებელი 3 731-ს შეადგენს. ყველაზე ნაკლები განქორწინება კი, შიდა ქართლში დაფიქსირდა – 651.
მიუხედავად განქორწინებისა, სამოქალაქო კოდექსის 1136-ე მუხლის მიხედვით, განქორწინებულ მეუღლეებს უფლება აქვთ ხელახლა დაქორწინდნენ. ეს ნორმა მხარეთა ნების ავტონომიურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახური იდილიისა და კეთილდღეობის შემდგომში განახლებასა და შენარჩუნებას. (მონაცემები აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდიდან).
დაინტერესებულ პირებს ჩვენი საადვოკატო ბიურო გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას. კონსულტაციაზე ჩაწერა ხდება წინასწარი ზარის განხორციელებით ნომრებზე: 579 275 900.
ემიგრანტებისთვის გვაქვს სპეციალური მომსახურება ნებისმიერ იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ დისტანციურ მომსახურებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ჩამოსვლის გარეშე ადვოკატი თავად უზრუნველყოფს თქვენი განქორწინების საქმის წარმოებას სასამართლოში და ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში და დაიცავს თქვენს ინტერესებს მინდობილობის საფუძველზე.
www.ganqorwineba.ge
Comentarios